Nokia 2700 classic -  ქსელი ან ინტერნეტი   

background image

15. ქსელი ან ინტერნეტი

ტელეფონის ბრაუზერის გამოყენებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ინტერნეტის

სხვადასხვა მომსახურებებით. ვებ გვერდის ხედი შეიძლება იცვლებოდეს

ეკრანის ზომის მიხედვით. თქვენ შეიძლება არ გქონდეთ საშუალება ნახოთ

ვებ გვერდების ყველა დეტალი.
თქვენი ტელეფონის მენიუში, მოდელზე დამოკიდებულებით, ვებ

დათვალიერების ფუნქცია შეიძლება მოცემული იყოს როგორც ვებ ან

ინტერნეტი, შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც ვებ.

მნიშვნელოვანია: მხოლოდ ის მომსახურებები გამოიყენეთ, რომელთაც

ენდობით და რომლებიც გთავაზობთ მავნე პროგრამების მიმართ დამცავ

ადექვატურ საშუალებებს.
ამ მომსახურებების არსებობის, ფასების და გამოყენების ინსტრუქციასთან

დაკავშირებით მიმართეთ თქვენი სერვისის პროვაიდერს.
სერვისის პროვაიდერისგან შეიძლება მიიღოთ ნავიგაციისთვის საჭირო

კონფიგურაციის პარამეტრები , კონფიგურაციის წერილის ფორმით.