Nokia 2700 classic - უსაფრთხოება

background image

უსაფრთხოება

წაიკითხეთ ეს მარტივი მითითებები. მათი დაუცველობა შეიძლება საშიში ან

არაკანონიერი იყოს. დამატებითი ინფორმაციისათვის წაიკითხეთ

მომხმარებლის სრული სახელმძღვანელო.

უსაფრთხოდ ჩართვა
არ ჩართოთ მოწყობილობა, როდესაც უკაბელო ტელეფონის

გამოყენება აკრძალულია, ან როდესაც მან შეიძლება ტალღების

ზედდება ან საშიშროების შექმნა გამოიწვიოს.
პირველ რიგში უნდა დაიცვათ საგზაო უსაფრთხოება
დაიცავით ყველა ადგილობრივი კანონი. ყოველთვის თავისუფალი

უნდა გქონდეთ ხელები სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს.

ტრანსპორტის მართვის დროს თქვენი უმთავრესი საზრუნავი უნდა

იყოს საგზაო უსაფრთხოება.
ტალღების ზედდება
ყველა მობილურ მოწყობილობას შეუძლია იმოქმედოს სხვა

მოწყობილობის ტალღებზე, რაც გავლენას ახდენს მუშაობის

ხარისხზე.
გამორთეთ აკრძალულ ადგილებში
დაიცავით ნებისმიერი აკრძალვა. გამორთეთ მოწყობილობა

თვითმფრინავში, სამედიცინო აპარატურასთან, საწვავთან, ქიმიურ

ნივთიერებებთან ან ფეთქებად ადგილებში.
კვალიფიციური მომსახურება
მხოლოდ კვალიფიცირებულ პერსონალს შეუძლია დააინსტალიროს

ან შეაკეთოს ეს პროდუქტი.
აქსესუარები და კვების ელემენტები
გამოიყენეთ მხოლოდ ნებადართული აქსესუარები და კვების

ელემენტები. არ მიუერთოთ არათავსებადი პროდუქტი.
წყლისადმი მდგრადობა
თქვენი მოწყობილობა არ არის მდგრადი წყლის მიმართ. არ

დაასველოთ იგი.

© 2009 Nokia. ყველა უფლება დაცულია.

6