ტექსტის შეტანა კარნახით
ტექსტის კარნახით შეტანა დამყარებულია წინასწარ ჩაშენებული ლექსიკონის
გამოყენებაზე, სადაც ახალი სიტყვების დამატებაც შეგიძლიათ.
1. დაიწყეთ სიტყვის წერა 2-დან 9-მდე ღილაკების გამოყენებით. ერთი
ასოსთვის მხოლოდ ერთხელ უნდა დააჭიროთ ღილაკს.
2. სიტყვის დასადასტურებლად, გადადით მარჯვნივ ან დაამატეთ
ინტერვალი.
● თუ სიტყვა არ არის სწორი, განმეორებით დააჭირეთ ღილაკს * და
შეარჩიეთ სიტყვა სიიდან.
● თუ თქვენს მიერ დაწერილი სიტყვის შემდეგ გამოჩნდება ”?” ნიშანი, ეს
ნიშნავს, რომ სიტყვა არ არის ლექსიკონში. ლექსიკონში სიტყვის
დასამატებლად აირჩიეთ მრთლწ. დაწერეთ სიტყვა ტექსტის შეტანის
ტრადიციული მეთოდით და აირჩიეთ შენახ.
● შედგენილი სიტყვების დასაწერად, ჯერ სიტყვის პირველი ნაწილი
შეიტანეთ და მის დასადასტურებლად გადადით მარჯვნივ. დაწერეთ
სიტყვის მეორე ნაწილი და დაადასტურეთ სიტყვა.
3. დაიწყეთ შემდეგი სიტყვის წერა.