Bluetooth უკაბელო ტექნოლოგია
Bluetooth ტექნოლოგიის გამოყენებით შეგიძლიათ რადიო ტალღების
საშუალებით დაუკავშიროთ თქვენი ტელეფონი შესაბამის Bluetooth
მოწყობილობას 10 მეტრის (32 ფუტი) მანძილზე.
მოწყობილობა აკმაყოფილებს სპეციფიკაციებს Bluetooth Specification 2.0 +
EDR, რომელსაც აქვს შემდეგი პროფილების მხაერდაჭერა: მრაცალფუნქციური
ხელმისაწვდომობა, ხელში აღების გარეშე საუბრის საშუალება, ობიექტის
ღილაკი, ფაილების გადაცემა, ნომრის აკრეფის ქსელი, სერიული პორტი, SIM
ხელმისაწვდომობა, ობიექტების მრავალფუნქციური გაცვლა, განვითარებული
აუდიო განაწილება, აუდიო-ვიდეო დისტაბციური მართვა და
მრავალფუნქციური აუდიო-ვიდეო განაწილება. იმისათვის, რომ
უზრუნველყოფილი იქნას Bluetooth ტექნოლოგიასთან თავსებადი
მოწყობილობების ნორმალური მუშაობა ერთმანეთთან, გამოიყენეთ Nokia-ს
კონკრეტული მოდელისთვის დაშვებული აქსესუარები. გადაამოწმეთ სხვა
მოწყობილობის მწარმოებელთან და დაადგინეთ, არის თუ არა იგი თავსებადი
თქვენს აპარატთან.
Bluetooth ტექნოლოგიის გამოყენება მოითხოვს მეტ ენერგიას, რაც ამცირებს
კვების ელემენტის მუშაობის ხანგძლივობას.
Bluetooth კავშირის დამყარება
შეარჩიეთ მენიუ > პარამეტრები > დაკავშირება > Bluetooth და შეასრულეთ
შემდეგი ნაბიჯები:
1. აირჩიეთ ჩემი ტელ სახელი და შეიტანეთ სახელი თქვენი ტელეფონისთვის.
2. Bluetooth კავშირის გასააქტიურებლად აირჩიეთ Bluetooth > ჩართვა.
მიანიშნებს რომ Bluetooth გააქტიურებულია.
3. ტელეფონის აუდიო გამაძლიერებელთან შესაერთებლად, აირჩიეთ
აუდ.აქსესუარ. შეერ. და მოწყბილობა , რომელსაც გსურთ შეუერთოთ.
4. იმისათვის რომ თქვენი ტელეფონი დააწყვილოთ რომელიმე Bluetooth
მოწყობილობასთან ზონაში, აირჩიეთ დაწყვილ მოწყობილ > მოწყ
დამატებ.
გადაახვიეთ მოძებნილ მოწყობილობაზე და შეარჩიეთ დამატ..
ტელეფონში შეიყვანეთ პაროლ-კოდი (16 სიმბოლომდე) და დართეთ სხვა
Bluetooth მოწყობილობასთან დაკავშირების ნება.
პარამეტრები
© 2009 Nokia. ყველა უფლება დაცულია.
23
თუ შიშობთ, რომ კავშირი უსაფრთხო არ იქნება, გამორთეთ Bluetooth ფუნქცია,
ან ჩემი ტელ დანახვა პარამეტრისთვის შეარჩიეთ დაფარული. Bluetooth
კავშირის ნება მხოლოდ მათ მიეცით, ვისაც ენდობით.
კომპიუტერის დაკავშირება ინტერნეტთან
გამოიყენეთ Bluetooth ტექნოლოგია და დაუკავშირეთ თავსებადი კომპიუტერი
ინტერნეტს, PC Suite პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. თქვენი
ტელეფონი უნდა გაააქტიუროს სერვისის პროვაიდერმა , რომელიც
უზრუნველყოფს ინტერნეტ კავშირს, ხოლო თქვენს კომპიუტერს უნდა
შეეძლოს Bluetooth პერსონალურ ადგილობრივ ქსელთან (PAN) კავშირის
განხორციელება. ქსელზე წვდომის წერტილთან (NAP) ტელეფონის
დაკავშირებისა და ტელეფონის კომპიუტერთან დაწყვილების შემდეგ, თქვენი
ტელეფონი ავტომატურად გახსნის პაკეტ მონაცემთა კავშირს ინტერნეტთან.