ენერგიის დაზოგვა
როდესაც სრულად დამუხტავთ კვების ელემენტს და მოაცილებთ დამტენს
ტელეფონს, არ დაგავიწყდეთ მისი გამორთვა შტეფსელიდან.
თქვენ არ დაგჭირდებათ კვების ელემენტის ძალზე ხშირად დამუხტვა, თუ
გაითვალისწინებთ შემდეგ რჩევებს:
● დახურეთ და გამორთეთ პროგრამები, სერვისები და კავშირები, როდესაც
აღარ იყენებთ მათ.
● შეამცირეთ ეკრანის განათებულობა.
● დააყენეთ ტელეფონის ენერგიის დაზოგვის რეჟიმში გადასვლის პერიოდი
მინიმუმზე, თუ ეს შესაძლებელია თქვენს აპარატში.
● გათიშეთ არასაჭირო ხმები, როგორიცაა კლავიატურის მელოდიები.
დააყენეთ ტელეფონის ხმის სიმაღლე საშუალო მნიშვნელობაზე.