ფოტოაპარატი და ვიდეო
თქვენს მოწყობილობას შეუძლია 1200x1600 პიქსელი გარჩევადობის მქონე
გამოსახულების დაფიქსირება..
სურათის გადაღების დროს სწრაფი მუშაობისთვის, როდესაც აპარატში
მეხიერების ბარათი არ დევს, კამერისთვის აირჩიეთ მინიმალური
გარჩევადობა.
გამოსახულების ჩაწერა
უძრავი კადრის ფუნქციის გამოსაყენებლად აირჩიეთ მენიუ > მედია >
კამერა, ან თუ გააქტიურებულია ვიდეოფუნქცია, გადაახვიეთ მარცხნივ ან
მარჯვნივ. სურათის გადასაღებად აირჩიეთ გადაღ..
კამერის რეჟიმში მასშტაბის გასაზრდელად ან შესამცირებლად გადაახვიეთ
ქვემოთ ან ზემოთ.
წამზომის გასააქტიურებლად, ან გამოსახულების სწრაფი თანმიმდევრობით
ჩასაწერად, აირჩიეთ ოფცია და შესაბამისი ოფცია.
სურათის ხარისხის, სურათის გარჩევადობის, ან წინასწარ დათვალიერების
რეჟიმისა და დროის დასაყენებლად აირჩიეთ ოფცია > პარამეტრები.
ვიდეოკლიპის ჩაწერა
ვიდეოფუნქციის გამოსაყენებლად შეარჩიეთ მენიუ > მედია > ვიდეო.
ვედეოჩაწერის დასაწყებად აირჩიეთ ჩაწერა.
ჩაწერისას დაბალი ხარისხის ვიდეოჩანაწერის გაკეთება შესაძლებელია უფრო
ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ხარისხის პარამეტრების შესაცვლელად და
ვიდეოკლიპის მაქსიმალური სიგრძის დასაყენებლად შეარჩიეთ მენიუ >
მედია > კამერა > ოფცია > პარამეტრები > ვიდეო კლიპ ხარისხ, ან ვიდეო
კლიპ სიგრძე.