მუსიკის დამკვრელი
თქვენი ტელეფონი შეიცავს მუსიკის დამკვრელს სიმღერების და სხვა MP3 ან
AAC ხმოვანი ფაილების მოსასმენად.
გაფრთხილება: მუსიკას მოუსმინეთ ხმის საშუალო სიმაღლეზე.
მუდმივად მაღალ ხმაზე მოსმენამ შეიძლება დაგიქვეითოთ სმენა. როდესაც
დინამიკს იყენებთ, არ დაიჭიროთ აპარატი ყურთან ახლოს, რადგან ხმა
შეიძლება ძალიან მაღალი იყოს.
შეარჩიეთ მენიუ > მედია > პლეერი.
დაკვრის დაწყების ან შეჩერებისთვის დააჭირეთ შუა შესარჩევ ღილაკს.
მიმდინარე სიმღერის დასაწყისზე გადასახტომად გადაახვიეთ მარცხნივ.
წინა სიმღერაზე გადასასვლელად გადაახვიეთ მარცხნივ ორჯერ.
შემდეგ სიმღერაზე გადასახტომად გადაახვიეთ მარჯვნივ.
გადახვევისთვის დააჭირეთ და გეკავოთ მარცხენა გადახვევის ღილაკი.
წინ გადახვევისთვის დააჭირეთ და გეკავოთ მარჯვენა გადახვევის ღილაკი.
ხმის დარეგულირებისთვის დააჭირეთ ზევით ან ქვევით.
მუსიკის დამკვრელის ხმის საერთოდ გამორთვის ან ჩართვისთვის დააჭირეთ
#.
მედია
© 2009 Nokia. ყველა უფლება დაცულია.
29
რომ დატოვოთ მუსიკის დამკვრელი ჩართული ფონურ რეჟიმში დააჭირეთ
ღილაკს დასასრული. რომ გამორთოთ მუსიკის დამკვრელი დააჭირეთ და
გეკავოთ ღილაკი დასასრული.