Nokia 2700 classic - კონტაქტები

background image

7. კონტაქტები

აირჩიეთ მენიუ > კონტაქტები.
სახელები და ტელეფონის ნომრები შეგიძლიათ შეინახოთ ტელეფონისა და SIM

ბარათის მეხსიერებებში. ტელეფონის მეხსიერებაში შეგიძლიათ შეინახოთ

კონტაქტები ნომრებითა და ტექსტებით. SIM ბარათის მეხსიერებაში

შენახული სახელები და ნომრები აღნიშნულია ნიშნით

.

კონტაქტის დასამატებლად აირჩიეთ სახელები > ოფცია > ახ. კონტ. დამატ.

კონტაქტზე ინფორმაციის დასამატებლად დარწმუნდით, რომ

მეხსიერებისთვის გამოყენებულია ტელეფონი ან ტელეფონი და SIM. აირჩიეთ

სახელები, გადადით სახელზე და აირჩიეთ დეტალ > ოფცია > დეტალების

დამ..
კონტაქტის მოსაძებნად აირჩიეთ სახელები და დაათვალიერეთ კონტაქტების

სია, ან ჩაწერეთ სახელის პირველი ასოები.

კონტაქტები

© 2009 Nokia. ყველა უფლება დაცულია.

20

background image

ტელეფონისა და SIM ბარათის მეხსიერებებს შორის კონტაქტების

გადასაწერად აირჩიეთ სახელები, გადადით კონტაქტზე და აირჩიეთ ოფცია >

კონტ. კოპირება. SIM ბარათის მეხსიერებაში თითოეული სახელისთვის

მხოლოდ ერთი ნომრის შენახვა შეგიძლიათ.
კონტაქტებისთვის SIM ბარათის ან ტელეფონის მეხსიერების ასარჩევად,

კონტაქტებში სახელებისა და ნომრების ჩვენების ფორმის შესარჩევად და

კონტაქტებისთვის გამოყენებული და დარჩენილი მეხსიერების სანახავად

აირჩიეთ პარამეტრები.
თავსებადი მოწყობილობით, რომელსაც აქვს vCard სტანდარტის მხარდაჭერა,

შეგიძლიათ სავიზიტო ბარათის ფორმით გაგზავნოთ და მიიღოთ პიროვნების

საკონტაქტო ინფორმაცია. სავიზიტო ბარათის გასაგზავნად აირჩიეთ სახელები,

მოძებნეთ კონტაქტი, რომლის ინფორმაციის გაგზავნაც გსურთ და აირჩიეთ

დეტალ > ოფცია > სავიზ.ბარათის გაგზ..

8. ზარების ჟურნალი

თუ გსურთ ინფორმაცია ნახოთ თქვენი ზარების, წერილების, მონაცემებისა და

სინქრონიზაციის შესახებ, აირჩიეთ მენიუ > ჟურნალი და არსებული

ვარიანტებიდან ერთ-ერთი.

შენიშვნა: ზარებისა და თქვენი პროვაიდერის მომსახურების რეალური

ინვოისი შესაძლოა იცვლებოდეს ქსელის პარამეტრების, ფასების

დამრგვალების, გადასახადების და სხვა პუნქტების შესაბამისად.

9. პარამეტრები

პროფილები

თქვენს ტელეფონში პარამეტრების სხვადასხვა ჯგუფებია, რომლებსაც

პროფილები ეწოდება. შეგიძლიათ მათ სიგნალის განსხვავებული მელოდიები

შეურჩიოთ, სხვადასხვა მოვლენებისა და პირობების შესაბამისად.
აირჩიეთ მენიუ > პარამეტრები > პროფილები, სასურველი პროფილი და

რომელიმე შემდეგი ოფცია:
● აქტივაცია — არჩეული პროფილის გააქტიურება

● პერსონალიზაცია — პროფილის პარამეტრების შეცვლა

● დროით — პროფილის დატოვება აქტიურ რეჟიმში, გარკვეული დროით.

როდესაც პროფილის აქტიურობის ვადა ამოიწურება, გააქტიურდება წინა

პროფილი, რომელსაც არ ჰქონდა შეზღუდვა.

ტონალობები

შეგიძლიათ არჩეული აქტიური პროფილისთვის შეცვალოთ ტონალობის

პარამეტრები.