მეხსიერების გაზიარება
ამ მოწყობილობაში შესაძლებელია მეხსიერების გაზიარება შემდეგი
ატრიბუტებისათვის: მულტიმედიური მიმოწერა (MMS), ელ.ფოსტის
პროგრამა, ტექსტური გზავნილების დაუყონებლივ გადაცემა. ერთი ან მეტი
ასეთი ატრიბუტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების შემცირება
მეხსიერების გაზიარების დანარჩენი ატრიბუტებისათვის. გაზიარებული
მეხსიერების გამოყენების დროს თქვენი მოწყობილობის ეკრანზე შეიძლება
გამოვიდეს შეტყობინება, რომ მეხსიერება გაივსო. ამ შემთხვევაში, სანამ
განაგრძობდეთ, წაშალეთ ზოგიერთი ინფორმაცია ან ელემენტი, რომელიც
შენახული გაქვთ გაზიარებულ მეხსიერებაში.