Nokia 2700 classic - თქვენი მოწყობილობის შესახებ

background image

თქვენი მოწყობილობის შესახებ

უკაბელო მოწყობილობა, რომელიც აღწერილია ამ სახელმძღვანელოში,

გამოიყენება ქსელში (E)GSM 850, 900, 1800, და 1900 MHz ქსელები.

დაუკავშირდით თქვენი სერვისის პროვაიდერს ქსელის შესახებ დამატებითი

ინფორმაციის მისაღებად.
ამ მოწყობილობის ფუნქციების გამოყენების დროს დაიცავით ყველა კანონი

და პატივი ეცით ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, სხვების პირადულობასა და

კანონიერ უფლებებს, საავტორო უფლების ჩათვლით.
საავტორო უფლებების დაცვა უზრუნველყოფს გამოსახულებას, მუსიკასა და

სხვა შიგთავსს კოპირებისგან, შეცვლისაგან და გადაცემისაგან.
შესაძლოა, თქვენს მოწყობილობას აქვს წინასწარ ჩადგმული სანიშნეები და

ბმულები მესამე მხარის ვებ-საიტებთან დასაკავშირებლად. ასევე შეგიძლიათ

ეწვიოთ მესამე მხარის ვებ-საიტებს თქვენი მოწყობილობის საშუალებით.

მესამე მხარის საიტები არ არიან აფილირებული Nokia-სთან და Nokia არანაირ

მოვალეობას ან პასუხისმგებლობას არ იღებს მათზე. თუ აპირებთ ამ ვებ-

საიტებთან დაკავშირებას, უნდა მიიღოთ უსაფრთხოების ზომები.

გაფრთხილება: ამ მოწყობილობის ნებისმიერი ფუნქციის

გამოსაყენებლად, მაღვიძარას ფუნქციის გარდა, მოწყობილობა ჩართული

უნდა იყოს. არ ჩართოთ მოწყობილობა, როდესაც მობილურმა მოწყობილობამ

შეიძლება გამოიწვიოს ტალღების ზედდება, ან შექმნას საშიშროება.
არ დაგავიწყდეთ სარეზერვო ასლების შენახვა ან გააკეთეთ ჩანაწერები

თქვენს მოწყობილობაში შენახული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის

შესახებ.
ნებისმიერ სხვა მოწყობილობასთან მისაერთებლად წაიკითხეთ

მომხმარებლის სახელმძღვანელო, უსაფრთხოების შესახებ დეტალური

ინფორმაციის გასაცნობად. არ მიუერთოთ არათავსებადი პროდუქტი.
ნახატები ამ ცნობარში შეიძლება განსხვავდებოდნენ თქვენი მოწყობილობის

ეკრანზე გამოსახულისაგან.