Nokia 2700 classic - ტრანსპორტი

background image

ტრანსპორტი

RF სიგნალებმა შეიძლება გავლენა იქონიონ არასწორედ დამონტაჟებულ ან

არაადეკვატურად დაცულ ელექტრონულ სისტემებზე მანქანებში, მაგალითად,

საწვავის მიწოდების ელექტრონულ სისტემებზე, მუხრუჭის ჩაკეტვის

საწინააღმდეგო ელექტრონულ სისტემებზე, სიჩქარის კონტროლის

ელექტრონულ სისტემებსა და საჰაერო ბალიშების სისტემებზე. დამატებითი

ინფორმაციისთვის მიაკითხეთ თქვენი მანქანის ან მასზე დამატებული

მოწყობილობის მწარმოებელს ან მის წარმომადგენელს.
მხოლოდ კვალიფიცირებულ პერსონალს შეუძლია მოემსახუროს

მოწყობილობას ან დაამონტაჟოს იგი მანქანაში. არასწორედ დამონტაჟებამ ან

მომსახურებამ შეიძლება გამოიწვიოს საფრთხე და, შესაძლოა, ამის გამო

გაუქმდეს გარანტია, რომელიც შეიძლება ჰქონდეს მოწყობილობას.

რეგულარულად შეამოწმეთ, რომ თქვენს მანქანაში მყოფი ყველა უკაბელო

მოწყობილობა შესაბამისადაა დამონტაჟებული და სწორედ მუშაობს. არ

შეინახოთ და არ გადაიტანოთ აალებადი სითხეები, გაზები, ან ასაფეთქებელი

მასალები იმავე განყოფილებით, სადაც მოთავსებულია მოწყობილობა, მისი

ნაწილები ან აქსესუარები. თუ მანქანა აღჭურვილია გასაბერი ბალიშებით,

გახსოვდეთ, რომ ბალიშები დიდი ძალით იბერება. არ მოათავსოთ ობიექტები,

მათ შორის, დამონტაჟებული ან პორტატული უკაბელო მოწყობილობა,

საჰაერო ბალიშებთან ან მათ ზემოთ. არასწორედ დამონტაჟებული უკაბელო

მოწყობილობის გამო საჰაერო ბალიშების გაბერვას შეიძლება შედეგად

სხეულის მძიმე დაზიანება მოჰყვეს.
მოწყობილობის გამოყენება თვითმფრინავში ფრენის დროს აკრძალულია.

თვითმფრინავში ჩაჯდომამდე გამორთეთ თქვენი მოწყობილობა. უკაბელო

გადამცემი მოწყობილობების გამოყენებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას

თვითმფრინავის მართვას, გაწყვიტოს უკაბელო ტელეფონის ქსელი და ეს

შეიძლება არაკანონიერი იყოს.