გადაუდებელი ზარები
მნიშვნელოვანია: ეს მოწყობილობა მუშაობისთვის იყენებს
რადიოსიგნალებს, უკაბელო ქსელებს, საკაბელო ქსელებს და მომხმარებლის
მიერ დაპროგრამებულ ფუნქციებს. თუ თქვენს მოწყობილობას აქვს ხმოვანი
ზარების მხარდაჭერა ინტერნეტის გამოყენებით (ინტერნეტ-ზარები),
გაააქტიურეთ ინტერნეტ-ზარებიც და ფიჭური ტელეფონიც. მოწყობილობა
შეეცდება განახორციელოს გადაუდებელი ზარი ორივე ქსელის გამოყენებით,
ორივე მათგანის გააქტიურების შემთხვევაში. დაკავშირება ნებისმიერ
შემთხვევაში არ არის გარანტირებული. ძალზე მნიშვნელოვან სიტუაციებში,
მაგალითად, როგორიცაა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოძახება,
არასოდეს უნდა იყოთ მხოლოდ რომელიმე უკაბელო მოწყობილობის იმედზე.
გადაუდებელი ზარის განსახორციელებლად:
1. თუ მოწყობილობა გამორთულია, ჩართეთ იგი. შეამოწმეთ შესაბამისი
სიგნალის სიძლიერე. თქვენი მოწყობილობიდან გამომდინარე, უნდა
შეასრულოთ შემდეგი:
● ჩადეთ SIM-ბარათი, თუ თქვენი მოწყობილობა იყენებს მას.
● მოხსენით ზარის შესაბამისი შეზღუდვები, რომლებიც გააქტიურებული
გაქვთ მოწყობილობაში.
● ოფლაინისა და ფრენის რეჟიმიდან გადადით აქტიურ პროფილზე.
2. გამორთვის ღილაკს იმდენჯერ დააჭირეთ, რამდენიც საჭიროა, სანამ
ეკრანზე ყველაფერი არ გაქრება და აპარატი მზად არ იქნება ზარებისთვის.
3. შეიყვანეთ იმ ადგილის შესაბამისი ოფიციალური გადაუდებელი ზარის
ნომერი, სადაც იმყოფებით. გადაუდებელი ზარის ნომრები იცვლება
ადგილმდებარეობის მიხედვით.
4. დააჭირეთ ზარის გაშვების ღილაკს.
გადაუდებელი ზარის დროს რაც შეიძლება ზუსტად მიაწოდეთ ყველა
შესაძლო მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შემთხვევის ადგილზე თქვენი
უკაბელო მოწყობილობა შეიძლება კავშირის დამყარების ერთადერთი
საშუალება აღმოჩნდეს. არ დაასრულოთ ზარი, სანამ ამის ნებართვას არ
მიიღებთ.
დამატებითი ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ
© 2009 Nokia. ყველა უფლება დაცულია.
41