microSD ბარათის ამოღება
მნიშვნელოვანია: არ ამოიღოთ მეხსიერების ბარათი ოპერაციის დროს,
როდესაც ხდება ინფორმაციის წაკითხვა ბარათზე. ოპერაციის დროს ბარათის
ამოღებით შეიძლება დაზიანდეს როგორც მეხსიერების ბარათი, ისე აპარატი
და დაზიანდეს ბარათზე შენახული მონაცემები.
თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ ან ჩადოთ მეხსიერების ბარათი ოპერაციების
შესრულების დროს ტელეფონის გამორთვის გარეშე, მაგრამ დარწმუნებული
უნდა იყოთ, რომ ამ დროს რაიმე პროგრამა არ იყენებს მეხსიერების ბარათს.