გარნიტურა
გაფრთხილება: მუსიკას მოუსმინეთ ხმის საშუალო სიმაღლეზე.
მუდმივად მაღალ ხმაზე მოსმენამ შეიძლება დაგიქვეითოთ სმენა. როდესაც
დინამიკს იყენებთ, არ დაიჭიროთ აპარატი ყურთან ახლოს, რადგან ხმა
შეიძლება ძალიან მაღალი იყოს.
გაფრთხილება: გარნიტურის გამოყენების დროს შეიძლება არ
გესმოდეთ გარეშე ხმები. არ გამოიყენოთ გარნიტურა, როდესაც ამით
შეიძლება საფრთხე შეგექმნათ.
როდესაც უერთებთ ნებისმიერ გარე მოწყობილობას ან გარნიტურას, რომელიც
არ არის ნებადართული Nokia-ს მიერ Nokia AV Connector-ში, განსაკუთრებული
ყურადღება მიაქციეთ ხმის დონეს.
ნუ მიუერთებთ მოწყობილობებს, რომლებიც ქმნიან გამომავალ სიგნალს,
ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობის დაზიანება. ნუ
მიუერთებთ ელექტროკვების წყაროს Nokia AV Connector-ს.